„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წელს ზემოთ პირებიც აიცრებიან

„ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის ასაკობრივმა ჯგუფმა 45 წლამდე დაიწია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზიციის საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 45 წელს ზემოთ მოქალაქეები ვაქცინაციისთვის რეგისტრაციას ხვალ დღის ბოლოდან შეძლებენ.

„საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე“, - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ იმუნიზაციის საბჭოს მიერ 8 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია აქამდე მხოლოდ 55 წელს ზემოთ მოსახლეობას შეეძლო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა