თამარ გაბუნიას განცხადებით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა.

როგორც გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი კარგია, აცრის მსურველი მოქალაქეები კი საკუთარ დოზებს უნდა დაელოდონ.

„შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე რეკავს და ვაქცინა არ არის, მაგრამ მოკლე ხანში გვექნება „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზების შესაძლებლობა, „სინოვაკიც“ დაგვეხმარება, ასევე „კოვაქსიდან“ მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან „ნოვოვაქსი“ და „ჯონსონი და ჯონსონი“ უნდა დაემატოს.

მანამდე პროცესი საკმაოდ აქტიურია. აცრის დღიური 5 ათასი მაჩვენებელი საკმაოდ კარგია. მოქალაქეები, რომლებიც ვაქცინაციისთვის არიან განწყობილნი, უნდა დაელოდონ საკუთარ დოზას. მეც ველოდები ჩემს დოზას, ჯერ არ გამიკეთებია ვაქცინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ დაველოდები, ვიდრე მოსახლეობის დიდი რაოდენობა არ იქნება მოცული“,- განაცხადა გაბუნიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა