ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. როგორც მან ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განმარტა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი უალტერნატივო გზა მოსახლეობის ვაქცინაციაა.

„ჩვენ ჯერ შორს ვართ იმ ციფრებისგან, რაც დამშვიდების საშუალებას მოგვცემს, პირიქით, ბოლო კვირების განმავლობაში თუ 3 კვირის წინანდელ მდგომარეობას შევადარებთ, ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგებულია. შესაბამისად, ერთადერთი უალტერნატივო გზა არის ვაქცინაცია და ამისთვის ყველა ადამიანი მზად უნდა იყოს. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ვერ ვთავაზობთ მოსახლეობას, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ეფექტურ ანტივირუსულ საშუალებას. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის გზა არ არის მკურნალობა, არ არის ანტივირუსული თერაპია, ერთადერთი გზა არის ვაქცინაცია“,-განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება „სინოვაკის“ გამოყენებას, როგორც ივანე ჩხაიძემ განმარტა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის საბოლოო დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია.

„ჩვენ გვაქვს დეტალური ანალიზი, როგორც „სინოფარმის“, ასევე „სინოვაკის“. ის შეფასება, რაც მიიღო „სინოვაკის“ ვაქცინამ რამდენიმე კომპონენტში, აღემატება იმ შეფასებას, რაც „სინოფარმის“ ვაქცინამ მიიღო. შესაბამისად, ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი საფუძველია იმისთვის, რომ „სინოვაკი“ განვიხილოთ, როგორც საიმედი, ეფექტური და მინიმალურად გამოხატული გვერდითი მოვლენების მატარებელი ვაქცინა და მისვცეთ რეკომენდაცია მას საქართველოში გამოყენებისთვის. „სინოვაკს“ დღეისთვის 32 ქვეყანა იყენებს, 200 მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული. დამზადების ტექნოლოგია იდენტურია. ჩვენი გადაწყვეტილება განსაკუთრებით გაამყარა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის საბოლოო დასკვნამ, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს ამ ვაქცინის მაღალ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს“,- განაცხადა ჩხაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა