შალვა პაპუაშვილი - ველოდებით, რომ ნიკა მელია გირაოს პირობებს შეასრულებს და არ დაარღვევს, პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, აქ დიდი მოლოდინი არ მაქვს

პირველ რიგში, ველოდებით, რომ ნიკა მელია, ამ შემთხვევაში, გირაოს პირობებს შეასრულებს და არ დაარღვევს. მეორე მხრივ, პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, აქ მე პირადად დიდი მოლოდინი არ მაქვს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკანასკნელი თვეების განმავლობაში თავი დაიმკვიდრა როგორც რადიკალურმა პარტიამ და სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ამ თვეების განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი დაიმკვიდრა როგორც რადიკალურმა პარტიამ, ასე რომ, მე ერთადერთი რასაც მოველი, არის, რომ სავარაუდოდ, ეს რადიკალიზმი გაგრძელდება. კარგი იქნება თუ ამ გზიდან გადაუხვევენ და კონსტრუქციულ კალაპოტში მოექცევიან, თუმცა ვნახოთ, ეს მათი არჩევანია,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთანავე, მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერისგან ჯერ კიდევ თავს იკავებს, თუმცა ამ დოკუმენტის სიკეთეებით სარგებლობს, პარტიის უპასუხისმგებლობაზე მეტყველებს.

„თავად ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და ის პარტიები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს 19 აპრილის შეთანხმებას, სარგებლობენ იმ სიკეთეებით, რომელიც ამ შეთანხმებიდან გამომდინარეობს და მეორე მხრივ, არ უნდათ, რომ აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, აჩვენებს, რომ მათი დამოკიდებულება საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, ამ ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და ზოგადად, ამ ქვეყნის მიმართ არ არის პასუხისმგებლიანი და არის გაქცევა ვალდებულებებისგან თუ პასუხისმგებლობებისგან, რომელიც პოლიტიკოსს აკისრია. უნდათ, რომ მიიღონ მხოლოდ სიკეთეები ამ დოკუმენტიდან და არ აიღონ პასუხისმგებლობა,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს