შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციიდან ვინ იქნება კანდიდატი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ის კანდიდატი, რომელსაც გამარჯვების ყველაზე მაღალი შანსი აქვს

მნიშვნელობა არ აქვს ოპოზიციიდან ვინ იქნება კანდიდატი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ის კანდიდატი, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი შანსი გამარჯვების,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია ანგარიშგასაწევი კანდიდატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

პაპუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას შანსები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისეთივეა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები, რომელიც საჭიროების შემთხვევაში „აქციებზე ხალხსაც კი ვერ კრებს“.

„საერთო ჯამში, ჩვენ გვაჩვენებს როგორც ბოლო არჩევნები, ისევე ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიციიდან ვინ იქნება კანდიდატი, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იქნება ის კანდიდატი, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი შანსი გამარჯვების და რეალურად ვისიც იქნება გამარჯვება თბილისის მერობას თუ გულისხობთ.

რაც შეეხება ნიკა მელიას შესაძლო კანდიდატობას მერის არჩევნებზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის დესტრუქციული ძალა, მას გარკვეულწილად ჰყავს რაღაც ოდენობა ამომრჩევლების, რომელიც არ იცვლება და ამ ამომრჩევლის ფარგლებში, ალბათ, დარჩება, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ შემცირდება იქიდან გამომდინარე, რომ ვატყობთ, მის დესტრუქციას, რომელიც მოდის „ნაციონალური მოძრაობიდან“ მთელი ამ თვეების განმავლობაში. მათ, ფაქტობრივად, დიდი აფრაჩაიდინეს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს მაშინ, როდესაც ვერანაირი მტკიცებულება დღემდე ვერ წარმოადგინეს. ეს საბოლოო ჯამში, ჩაიფუშა. არავინ არ დაიჯერა დედამიწის ზურგზე, რომ აქ არჩევნებთან დაკავშირებით არსებობდა რამე სისტემური პრობლემა, შესაბამისად, ნიკა მელიას შანსები იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შანსები და „ნაციონალურ მოძრაობა“ ვხედავთ, რომ აქციებსაც კი ვერ კრებს,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს