კახა კოჟორიძე - მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამნისტია დღის წესრიგიდან საერთოდ უნდა მოიხსნას, რადგან შეთანხმების ტექსტში ამნისტია, როგორც ალტერნატივა ისე წერია

მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ამნისტია დღის წესრიგიდან საერთოდ უნდა მოიხსნას, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" წევრმა კახა კოჟორიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ამნისტიის არასწორ კანონპროექტს კანონად აქცევს, „ლელო საქართველოსთვის“ ყველაფერს გააკეთებს, რომ მმართველ გუნდს ეს გადაწყევეტილება ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდეს.

„მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამნისტია დღის წესრიგიდან საერთოდ უნდა მოიხსნას. მოლაპარაკებებში ჩვენი ლიდერები აქტიურად იყვნენ ჩართული, განსაკუთრებით, ბადრი ჯაფარიძე. ამ ტექსტის გარდა შესაძლებელია, რაღაც შესაძლებლობა იყოს, რომელიც ამ ტექსტში სრულად არ წერია. თავად უშუალოდ ის ტექსტი, რომელიც წერილობითი ფორმით საზოგადოებისთვის ცნობილია, იქ ძალიან მარტივია განსაზღვრა, რომ ამნისტია, როგორც ალტერნატივა ისე წერია.

„ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტს ლობირებს. ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინოს. ჩვენ საპარალამენტო ტრიბუნას გამოვიყენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაინიფიცირებული პროექტი არ გავიდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმუმ ძვირი პოლიტიკური ფასი გადაიხადონ, თუ ამ არასწორ კანონპროექტს კანონად აქცევენ“, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა.

კოჟორიძემ ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის ნიკა მელიას ირგვლივ შეიძლება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზანი დააზიანოს.

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მხარდაჭერილი პარტიაა, ციფრები ამას ამბობენ, ყველაზე ნაკლები შანსია, რომ ხელისუფლებას კონკურენცია გაუწიოს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ არც ერთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერენ. გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მიმართ, შეიძლება ოპოზიციის სახელმწიფოებრივ მიზანს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, აზიანებდეს.

პირადად მე, ნიკა მელიას პატივს ვცემ, ბევრ შემთხვევაში ძალიან სწორად მოიქცა და ზოგიერთი თანაგუნდელივით, მუდმივად კონფრონტაციის რეჟიმში არ არის. ნიკა მელია ცდილობს, ხოლმე ყოველდღიურ დღის წესრიგზე მეტი, გაცილებით მაღალი სტანდარტი დაიჭიროს“, - განაცხადა კოჟორიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო