ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პოლიტიკური საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც აზრთასხვადასხვაობის საგანია, შესაძლოა, "ფეისბუქის" მომხმარებლების და პარტიის წევრების გამოკითხვა მოხდეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტიაში არსებული პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად, შესაძლოა, გამოკითხონ ის "ფეისბუქ აქტივისტები" და პარტიის წევრები, ვინც ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარის პოსტზე არჩევაში მიიღეს მონაწილეობა.

ნუგზარ წიკალურის თქმით, მთავარი გზავნილია ის, რომ კონსულტაციები გაგრძელდება და მასში ჩართვის შესაძლებლობა ყველასთვის იქნება.

"პარტიაში გაიხსნა დემოკრატიული დისკუსია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის განხილვის შესაძლებლობას მოკლებულები ვიყავით იმის გამო, რომ პარტიის თავმჯდომარე იყო დაპატიმრებული. გიდასტურებთ, რომ გახსნილია დისკუსია პარლამენტში შესვლა - არშესვლასთან დაკავშირებითაც. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ორი პოზიცია და მიმდინარეობს კონსულტაციები. ვფიქრობ, ეს კონსულტაციები არ დასრულდება არც დღეს, არც ხვალ და შესაძლოა რამდენიმე დღეც გაგრძელდეს. ასევე, პარალელურად ვგეგმავთ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიასთან შეხვედრებს, რომლებიც არიან ხელმომწერები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში და რომლებიც არ შევიდნენ.

მიმაჩნია, რომ ყველა იმ პოლიტიკური საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც ახლა არის აზრთა სხვადასხვაობის საგანი, "ნაციონალურ მოძრაობაში", ჩვენ გვაქს ძალიან კარგი დემოკრატიული გამოცდილება, როგორიც იყო პარტიის თავმჯდომარის არჩევა. რაც შეიძლება ფართო უნდა იყოს კონსულტაციებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი. ეს არის სამდივნო, პოლიტიკური საბჭოს წევრები, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ ჩაითვლება ჩვენს ათასობით ამომრჩეველსაც შეეძლება მონაწილეობის მიღება ამ დისკუსიებში. ასეთია ჩვენი გეგმა. მაგალითად, შესაძლებელია მოხდეს იმ "ფეისბუქაქტივისტების", პარტიის წევრების გამოკითხვა მოხდეს, ვინც მონაწილეობა მიიღეს იანვარში ნიკა მელიას (პარტიის თავმჯდომარედ) არჩევაში. სხვადასხვა ტიპის შეხვედრები კიდევ მიმდინარეობს, შეიძლება ამ კონსულტაციებს ჰქონდეს არამხოლოდ საკონსულტაციო ელფერი, არამედ გადაწყვეტილების მიღებაც დაეკისროს ამ მრავალათასიან ადამიანთა კორპუსს", - აცხადებს წიკლაური.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა