ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური, ევროპაში ასე მუშაობს დემოკრატია

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამავლობით ინიცირებულ შეთანხმებას და საპარლამენტო მუშაობას შეუერთდნენ.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო საქართველოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“! მსურს მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ შეთანხმებას და შეუერთდეთ პარლამენტს. საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური. ევროპაში ასე მუშაობს დემოკრატია! იმედი მაქვს, რომ საქართველოში იგივეს ვიხილავ“, - წერს კუბილიუსი „ტვიტერზე“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს