თენგიზ ცერცვაძე - უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოვაკზე“ ასაკობრივი ჯგუფები შეზღუდული არ იქნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია.

„ასაკობრივი ჯგუფები მხოლოდ „ასტრაზენეკაზეა“ შეზღუდული, სხვაზე - არა. როდის დავიწყებთ გამოყენებას ზუსტად არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში. იქაც ელოდებიან ავტორიზაციას. ჩვენ საქართველო ვუცდიდით „სინოფარმის“ ავტორიზაციასაც, მოსახლეობის პროტესტი რომ არ გამოგვეწვია. „სინოვაკს“ თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბრაზილია და უამრავი ქვეყანა 4 თვეა იყენებს. ჩვენ მაინც ყველაფერზე ვფრთხილობთ, შესაძლოა, ეს კარგიცაა. უახლოეს დღეებში დაიწყება „სინოვაკზე“ ჯერ რეგისტრაცია და შემდეგ ვაქცინაცია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რაც შეეხება თავად ვაქცინაციის პროცესს, ცერცვაძის თქმით, ტემპი გაზრდილია, თუმცა, მოქალაქეების კიდევ უფრო გააქტიურებაა საჭირო.

„ამჟამად მოსახლეობის აქტივობა ნორმალური და დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა. სულ დღეისთვის აცრილია 68 ათასი ადამიანი, ეს მოზრდილი მოსახლოების 2.5%-ია, რაც ცოტაა, თუმცა, ვაქცინაციის ტემპი გაზრდილია. იმისთვის, რომ წლის ბოლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია მოხდეს, ამისთვის საჭიროა დღეში 6-7 ათასი ადამიანი იცრებოდეს. გუშინ აიცრა 4800 ანუ საჭიროა აქტივობის გაზრდა, გაორმაგება. ეს საქართველოსთვის რეალურია. ორი დღის წინ 80-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულა იყო პროცესში ჩართული და 164 ბრიგადა. ყოველდღიურად ემატება როგორც პუნქტები, ასევე ბრიგადები. შეფერხება არც სერვისის მიწოდების და არც ვაქცინების რაოდენობის მხრივ არაა. ჩვენ რაც ვაქცინაციის დაწყებისას დავკარგეთ, ის დრო მაქსიმალურად სწრაფად უნდა ავანაზღაუროთ. დღეში 6-7ათასი მოქალაქის ასაცრელად საკმარისი დოზები გვაქვს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს