თენგიზ ცერცვაძე - ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ მაისის ბოლოსთვის პანდემიის კუთხით მდგომარეობაც გაუმჯობესდება და ე.წ. „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზაფხულში სავარაუდოდ ე.წ. „კომენდანტის საათის“ შეზღუდვა აღარ იქნება.

„როცა პიკში ახლა შევედით, ამ ეტაპზე, ისედაც შედარებით რბილი შეზღუდვების კიდევ უფრო შერბილება, ალბათ, არ იქნება მიზანშეწონილი, სანამ ყველას ერთიანი ძალისხმევითა და სოლიდარობით კოვიდი უკან არ დაიხევს, სანამ არ დაიწყება ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის შემთხვევების შემცირება. ჯერ სტაბილიზაციას უნდა მივაღწიოთ და შემდეგ უკვე გვექნება რეალური საფუძველი იმის, რომ მთავრობამ შეზღუდვები მოხსნას. ის ამისთვის მზადაა. მთავარი შეზღუდვა არის „კომენდანტის საათი“, სხვა შეზღუდვები არის დროებითი და ის სერიოზულ გავლენას არ მგონია რომ ახდენდეს. ზაფხულში დიდი იმედი მაქვს, რომ „კომენდანტის საათი“ არ იქნება. საუბარია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის მდგომარეობაც გაუმჯობესდება და „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება, ეს ჩემი აზრია“, - განაცხადა ცერცვაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს