ირაკლი კობახიძე - ვიდრე ვიღაცები საუბრობენ, თამარ ჟვანია უნდა დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოუხადონ შეურაცხყოფებისთვის, რაც სრულიად უსამართლოდ აკადრეს

ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია უნდა დარჩეს თუ არ უნდა დარჩეს თავის პოზიციაზე, პირველ რიგში, ჟვანიას უნდა მოუხადონ ბოდიში იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც მას აკადრეს სრულიად უსამართლოდ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, თამარ ჟვანია ჩაატარებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებს, ეს თავად თამარ ჟვანიას გადასაწყვეტია, რადგან არავის შეუძლია ცესკოს თავმჯდომარის გათავისუფლება.

„ეს არის მისი პრეროგატივა, რამდენ ხანს დარჩება თავის პოზიციაზე. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, ჟვანია უნდა დარჩეს თუ არ უნდა დარჩეს თავის პოზიციაზე, პირველ რიგში, ჟვანიას უნდა მოუხადონ ბოდიში იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც მას აკადრეს სრულიად უსამართლოდ. თქვენ გახსოვთ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. ჩვენ წარმოვადინეთ PVT-ს გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები და შესაბამისი NGO-ს ხელმძღვანელს მოუწია გადადგომა“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა