ალეკო ელისაშვილი - ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს, მასთან ანგარიშები მაქვს და გავარკვევ - ღირსები არიან ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ

ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდნენ, ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევთ, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას აუცილებლად შეხვდება და ეს შეხვედრა იქნება საჯარო.

„სადღაც შევხვდებით მე და ნიკა მელია რა თქმა უნდა, მაგრამ ეს შეხვედრა იქნება საჯარო. სად და რანაირად შევხვდები, ამას ყველა დაინახავთ. ანგარიშები მაქვს მასთან და აუცილებლად გავარკვევ. ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს. კაცს რომ ნაგვის ყუთი ჩამოამხეს თავზე ხომ გახსოვთ?! - რატომ შეხვედი აჭარის უზენაეს საბჭოშიო. ჩვენ სამი თვე რომ გვლანძღავდნენ, გვწყევლიდნენ და გვკრულავდნენ, პარლამენტში რატომ შეხვედითო და თვითონ არ შემოდიან? ნელ-ნელა რომ იპარებიან? ხომ არიან ღირსები ის ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ. ღირსები არიან, ნამდვილად ღირსები არიან, იმიტომ რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავი გაიბანძა. სხვას რაზეც ლანძღავდნენ, თვითონაც იგივეს აკეთებდნენ. ერთი სული აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ როდის შემოვლენ პარლამენტში, 99%-ს უნდა შემოსვლა, რამდენიმეა, ვისაც არ უნდა შემოსვლა. მე და ლევანს ვერ გაგვიბედეს, იმ წესიერ კაცს დაახურეს ნაგვის ყუთი თავზე. სანაგვისყუთე საქციელს თვითონ არ ჩადიან? ცოტა წინ ხომ უნდა გაიხედო?!

რაც შეეხება არჩევნებს, პოლიტიკოსს თავისი შეცდომის აღიარება უნდა შეეძლოს. ყველაზე ადრე მივხვდით, რომ არ გაყალბებულა იმ მასშტაბით, როგორც იქამდე გვეგონა. ვერ ამტკიცებ ამ გაყალბებას. პირველ დღეებში გვეჩვენებოდა, რომ გაცილებით მეტად გაყალბდა. ამას ვაღიარებთ, რომ ეს იყო ჩვენი შეცდომა, მაგრამ ამას დროზე მივხვდით. „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა სხვისი ხელით ნარის გლეჯა. პარლამენტში შესულები ლანძღონ, ციხიდან ვინც შეთანხმებით გამოიყვანა ისინიც ლანძღონ და მერე ქუსლებით, შემოკაკუნდნენ ქუსლებიანი ფეხსაცმელებით პარლამენტში.

თვითმმართველობის არჩევნებში არცერთ ტურში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ,“- განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს