ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ქალაქში 1966 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა

ქალაქ ლოდში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი - მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტა დაღუპულების მანქანას და დაშავებულების საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ვინაიდან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არაბთა ჯგუფებმა ქალაქში სინაგოგებსა და მაღაზიებს ცეცხლი წაუკიდეს და ასევე ათობით ავტომობილი დაწვეს.

Times of Israel-ი წერს, 1966 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ებრაულ-არაბულ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა