მედია - ღაზაში დაღუპულია 35, ისრაელში კი - 5 ადამიანი

ისრაელის ავიადარტყმების შედეგად ღაზას სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას კი 5 ადამიანი ემსხვერპლა.

Reuters-ი წერს, რომ დღეს დილით ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა ღაზაში მას შემდეგ, რაც თელ-ავივისა და ბეერ-შევას მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს.

მედიის ინფორმაციით, ღაზაში 9-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, შენობაში „ჰამასის“ დაზვერვის ცენტრი, დასავლეთ სანაპიროს სარდლობა და პროპაგანდის დეპარტამენტი იყო განთავსებული. მათი ინფორმაციით, თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მოსახლეობა გააფრთხილეს, შენობა დაეცალათ.

იხილეთ ვიდეო:მედია - ღაზაში დაღუპულია 35, ისრაელში კი - 5 ადამიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა