განათლების სამინისტრო - სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე მასწავლებლებს სავალდებულო ტესტირება უტარდებათ

13 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასწავლო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით Covid-19-ზე მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განთლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს.

ვირუსის გავრცელების დროულად იდენტიფიცირებისა და შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით ტესტირება თბილისის N11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა. როგორც PCR, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტით კოვიდინფექციაზე შემოწმდა თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის, მასწავლებლები, მანდატურები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„მე-11 სკოლაში ტესტირების პროცესი თბილისის „ჯანმრთელობის ცენტრის“ მიერ უკვე მეშვიდედ ჩატარდა და ადგილზე ვირუსის გამოვლენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რაც სკოლის მიერ კოვიდინფექციის შიდა გავრცელების პრევენციისთვის გატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა