ირაკლი ღარიბაშვილი - გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიცილურ გვერდზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს.

“გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს!

განვითარებული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა დემოკრატიის პოლიტიკურ და სამართლებრივ პრინციპებთან ერთად, ჩვენს სულიერ და ეროვნულ ფასეულობებს უნდა დაეფუძნოს.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენა ორი ათასწლეულია საფუძვლად უდევს ამ ფასეულობებს, აყალიბებს ქართველთა თვითმყოფადობას, განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას და კულტურას.

2018 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ სიხარულით გაიზიარა კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივა და 12 მაისი - წმინდა ანდრია მოციქულის, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის ხსენების დღე, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

მჯერა, რომ სულიერ და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების ეს სიმბოლური გადაწყვეტილება უდიდესი მნიშვნელობისაა ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისათვის”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა