საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება

საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის - იმედის დღე და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, ჩატარდება წირვა.

ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაული საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა 2018 წლის 27 დეკემბერს დააწესა.

ამასთან, 12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

2019 წლის 12 მაისს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აკურთა მახათას მთაზე მშენებარე ტაძარი. ივერიის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევიდან ორი წელი გახდა.

ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

იხილეთ ვიდეო:დღეს საქართველოში ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე აღინიშნება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს