ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო და მთავრობას შესაბამისი კითხვები გაუგზავნა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიადაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო და შესაბამისი კითხვები მოპასუხე მხარეს გაუგზავნა. ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, სარჩელი უშუალოდ ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება და ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლების მისამართით კითხვას სვამს შესაძლო პოლიტიკური პატიმრობისა და პოლიტიკური დევნის საკითხზე.

„ჩვენ ნიკა მელიას დაპატიმრების მეორე დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგზავნეთ სარჩელი და სტრასბურგის სასამართლომ დააკომუნიცირა ჩვენი სარჩელი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ჩვენს სარჩელთან დაკავშირებით კითხვები გაუგზავნა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკითხზე, რაც სარჩელში წამოწეული გვქონდა, სტრასბურგის სასამართლომ საქართვეელოს ხელისუფლებას კითხვა დაუსვა, მათ შორის არის კითხვა მეცამეტე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, მეცამეტე მუხლი განიხილება პოლიტიკური პატიმრობისა და პოლიტიკური დევნის საქმეებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კითხვებში მოყვანილია „ტიმოშენკო-უკრაინის წინააღმდეგ“ და „ნავალნი-რუსეთის წინააღმდეგ“ მაგალითები. სარჩელი უშუალოდ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხს შეეხება. ახლა ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოს უნდა უპასუხოს“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა მელია 23 თებერვალს, სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანა.

იხილეთ ვიდეო:ადვოკატის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს