ვატო სურგულაძე - პოლიცია არ არის მხოლოდ იმისათვის, რომ მიტინგები დაშალონ და ერთი პარტიის ოფისი დაიცვან - კონტროლი გააძლიერეთ, რომ კიდევ ერთი ეპიდაფეთქება არ მივიღოთ!

დღეს საქართველოს ელოდება კოვიდ სიტუაციის მძიმედ გაუარესება - საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ დაწესებულ რეგულაციებზე კონტროლი მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდეს, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმი და ქუთაისი დაწესებული რეგულაციების არდაცვის საუკეთესო მაგალითია.

„რეგიონებში არის უმძიმესი მდგომარება - ბათუმში და ქუთაისში არის მაგალითი იმ დარღვევებისა, სადაც შეუძლებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა, არ არსებობს მონიტორინგის სამსახურები, არ არსებობს შესაბამისი უწყებები, რომლებიც გააკონტროლებენ მოქალაქეებს და მათ უსაფრთხოებას. ჩვენ არ ვითხოვთ რეგულაციების გამკაცრებას, ჩვენ ვითხოვთ არსებული რეგულაციების კონტროლის და მონიტორინგის გამკაცრებას", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, როგორც „ლელოს" კიდევ ერთმა წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა, ქვეყანაში ეპიდაფეთქების თავიდან ასარიდებლად არაფერი კეთდება.

„სიტუაცია რეალურად რთულია. არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ეპიდაფეთქება არ მივიღოთ. პოლიცია არ არის მხოლოდ იმისათვის, რომ მიტინგები დავშალოთ და ერთი პარტიის ოფისი დაიცვან, პოლიცია არის ზუსტად იმისთვის, რომ ყველამ დაიცვას წესები. ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, საქმის გაკეთება დაიწყეთ! კონტროლი გააძლიერეთ, არა შეზღუდვები, არა „კომენდანტის საათი“, არამედ ის მარტივი კონტროლი, რომ ყველამ დაიცვას დისტანცია, ყველამ გამოიყენოს პირბადე. ისევ გადავსებულია კლინიკები, ისევ პრობლემა გვაქვს საწოლ ადგილებთან დაკავშირებით და რაც მთავარია, ქალბატონო მინისტრო, კლინიკებს იანვრის ფული არ აქვთ მიღებული, რაც კოვიდპაციენტებზე იყო დახარჯული, დროზე გადაუხადეთ ეს თანხა თუ გინდათ, რომ საავადმყოფოებმა კარგად და ხარისხიანად იმუშაონ", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

იხილეთ ვიდეო:"ლელო საქართველოსთვის" კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების კონტროლის გამკაცრებას ითხოვს

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს