იაგო ხვიჩია - ხმების დაცვა შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი ოპოზიციაში, მაგრამ რაც შეეხება კოალიციას და ერთიან კანდიდატს, მგონი აქამდე  შორია - სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ

ხმების დაცვა შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი ოპოზიციაში, მაგრამ რაც შეეხება კოალიციას და ერთიან კანდიდატს, მგონი შორია აქამდე - სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციის მხრიდან მერობის საერთო კანდიდატის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კოორდინაციის გარკვეული ფორმა საჭიროა იმისთვის, რომ ოპოზიციამ ხმები დაიცვას.

„მე ჯერ ნიკასთან (მელია) არ მილაპარაკია და სანამ ადამიანთან არ ვისაუბრებ, მანამდე მიჭირს საბოლოო სიტყვის თქმა. თუმცა, სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების და დამოკიდებულებების გამო, რაც ბოლო პერიოდში არსებობს ოპოზიციაში, თუმცა, კოორდინაციის რაღაც ფორმა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ. ჩვენ ახლა გვჭირდება 3800- მდე დამკვირვებელი, საოლქო - საარჩევნო კომისიის წევრი და ა.შ. რაზეც მგონია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იზრუნოს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა