პაატა მანჯგალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთების ქვეშ პარტიების შეყუჟვა  არჩევნებზე გამარჯვების ფორმულას არ წარმოადგენს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელის და ნომრის ქვეშ რაიმე ტიპის გაერთიანებას გამორიცხავს - თუ ნომრის და სახელის გარეშე საერთო ერთობაზე იქნება საუბარი, ამაზე ვიფიქრებთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე ისაუბრა.

როგორც მანჯგალაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთების ქვეშ პარტიების შეყუჟვა არჩევნებზე გამარჯვების ფორმულას არ წარმოადგენს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კვლევაზე და ანალიტიკაზე დაფუძნებით. ჩვენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული ანალიზი გვაქვს გაკეთებული. ზუსტად ვიცით, რომ 5 ნომრის ქვეშ გაერთიანებული კანდიდატის შესაძლებლობები ლიმიტირებულია, ამისთვის მესამე ძალის არსებობაა აუცილებელი.

ჩვენს ოპონენტებს მოჰყავთ გლდანის მაგალითი, როდესაც ნიკა მელიამ გლდანში 44% აიღო და ამბობენ, რომ ეს არის ფორმულა. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის გამარჯვების ფორმულა. ეს არის არჩევნები, როდესაც უნდა გადაწყდეს ვადამდელი არჩევნების ბედი, აუცილებელია პროპორციულში დაფიქსირებული შედეგი. ამოვიღოთ გლდანში პროპორციული შედეგი, რა აიღო გაერთიანებულმა ნიკა მელიამ მარტო და რა აიღო იმ სისტემამ, რასაც ვთავაზობთ. გლდანში ყველა პარტიამ ცალ-ცალე აიღო 60%-ზე მეტი. გამარჯვების ფორმულა არის ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ და არა ის, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთების ქვეშ უნდა შეიყუჟოს ყველა პარტია.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელის ქვეშ, „ნაციონალური მოძრაობის“ ნომრის ქვეშ რაიმე ტიპის გაერთიანებას „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამორიცხავს. თუ ნომრის და სახელის გარეშე საერთო ერთობაზე იქნება საუბარი, ეს სხვა საკითხია, ამაზე ვიფიქრებთ.

რაც შეეხება ოპოზიციას, კოორდინაცია აუცილებელია გაყალბებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ არჩვენების გაყალბების საშუალება რომ არ მივცეთ“, - აცხადებს მანჯგალაძე.

კითხვაზე, თუ ვის მოიაზრებს პოლიტიკურ მესამე ცენტრში, მანჯგალაძის თქმით, „მესამე ძალაში“ იქნება ის, „ვინც არ არის პრორუსი, ვისაც არ მოსწონს „ქართული ოცნება“ და არ მოსწონს „ნაციონალური მოძრაობა“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა