„მეტი დეველოპმენტი“ სამშენებლო არეალს აფართოებს

სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია, მმართველ გუნდთან ერთად დაბა ბაკურიანს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი, იმ ტერიტორიის მონახულება იყო, სადაც უახლოეს პერიოდში, საცხოვრებელი კორპუსი, სარეკრეაციო ზონის უზრუნველყოფით აშენებას გეგმავს,- ამის შესახებ ინფორმაციას „მეტი დეველოპმენტი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, „მეტი დეველოპმენტი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო და გარემოსდაცვითი მიმართულების კამპანიებში.

„სწორედ ამ მიზნით, დაბა ბაკურიანის ოფიციალურ წარმომადგენლების მხარდაჭერით, 15 მრავალშვილიან ოჯახს, პანდემიის პირობებში საჭირო, პირველადი საკვები პროდუქტების ნაკრები გადაეცათ. ხოლო კომპანიის საკუთრებაში არსებულ, სამშენებლო ლოკაციაზე სიმბოლურად გამწვანების აქცია - უნიკალური კანადური ჯიშის ნაძვის ხეების დარგვით განხორციელდა. კომპანია „მეტი დეველოპმენტი“ უკვე სამი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ დრომდე, მისი ოპერირების არეალს მხოლოდ ქალაქი თბილისი წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ დაბა ბაკურიანი პირველი რაიონია, რომლითაც კომპანია, რეგიონებში სამშენებლო არეალის გაფართოებას გეგმავს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა სახის აქტოვობებით რაიონის მხარდაჭერას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს