გიგი წერეთელი კობახიძის განცხადებაზე - მელიას მიმართ ახალი შანტაჟი საერთოდ ამოვარდნილია ყველანაირი ჩარჩოებიდან, ეს უნდა გახდეს საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთების საგანი

ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება არ ხდება ამ შეთანხმებით, ეს უკვე არის ნათელი. ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მედიატორებისთვის და ჩვენი კოლეგებისთვის, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმებას უნდა მოეტანა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება საქართველოში.

“ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება არ ხდება ამ შეთანხმებით ეს უკვე არის ნათელი. ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მედიატორებისთვის და ჩვენი კოლეგებისთვის, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რის გამოც თავი შევიკავეთ ამ ხელმოწერაზე და ახლა ვრწმუნდებით, რომ მართლაც ეს პროცესი გრძელდება. ეს შეთანხმების მეორე დღესვე გაცხადდა, რომ გაგრძელდებოდა საქმეები. ახლა ეს კონკრეტული ნაბიჯებით დასტურდება, ეს ეხება გიგი უგულავას საქმის ხელახლა გაცოცხლებას და განცხადებებს „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების, რომ ეს ორი საქმე გასაგებია, მაგრამ ყველაფერი გაგრძელდება როგორც იყო. ეს არის სწორედ ყველაზე მთავარი, რომ ამ შეთანხმებას უნდა მოეტანა და უნდა მოიტანოს სწორედ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დასრულება საქართველოში“ , - განაცხადა წერეთელმა.

ასევე, წერეთელი გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თუ ნიკა მელია უარს იტყვის ამნისტიაზე სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართაც გაგრძელდება და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები შეუსაბამოა იმ მიზნებთან, რაც შეთანხმებაში იყო და ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

„ეს განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის სრულიად შეუსაბამოა იმ მიზნებთან და სულისკვეთებასთან, რაც იყო შეთანხმებაში. მითუმეტეს, ახალი შანტაჟი ნიკა მელიას მიმართ საერთოდ ამოვარდნილია ყველანაირი ჩარჩოებიდან თუ ის არ დაუჭერს რაღაცას მხარს შესაძლებელია სასამართლომ დააყენოს ის განაჩენი, რაც ხელისუფლებას სურს. ეს უნდა გახდეს სერიოზული შეშფოთების და კრიტიკის მსჯელობის საგანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომლებსაც სურთ ამ შეთანხმების რეალიზაცია იხილონ და პროცესის ნორმალიზაცია“, - განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, წერეთელმა პარლმანეტში შესვლასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მათ აქვთ თავიანთი შეხედულებები და პრინციპები. მისივე თქმით, ერთია, რას გადაწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორეა ის, რომ მათ აქვთ თავისი პოზიცია. როგორც მან აღნიშნა, ყველა ამ საკითხის განხილვა მოხდება შეხვედრების დროს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის მემორანდუმით „მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა, სხვა პოლიტკრიმინალების საქმეები შეიძლება გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი“. როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ ნიკა მელიაც უარს იტყვის ამნისტიაზე, სისხლის სამართლებრივი დევნა მის მიმართაც გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს