ზურაბ ბატიაშვილი ისრაელის მოვლენებზე - როცა ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე - ვფიქრობ, ეს ამბავი ადვილად ვერ დასრულდება

როდესაც ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძალიან ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ადვილად ვერ დასრულდება, - ასე აფასებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ზურაბ ბატიაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ორივე მხარე საბრძოლველად არის განწყობილი და ისრაელი არის ის ქვეყანა, რომელიც ასეთ ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს.

„ეს შეტაკებები დაიწყო წმინდა ადგილის გარშემო, როდესაც ისრაელის პოლიციამ დააკავა არაბი ახალგაზრდები. ამას მოჰყვა შეტაკებები, დაშავდა ათეულობით პოლიციელი ისრაელის მხარეს და ასეულობით ახალგაზრდა პალესტინის მხარეს. ამ დაკავებებს და შეხლა-შემოხლას ალაქსარის მეჩეთთან მოჰყვა რაკეტების გამოშვება ღაზას სექტორიდან, რომელსაც ისრაელმა უპასუხა. 1050 რაკეტა იყო გაშვებული ბოლო 38 საათის განმავლობაში. ამდენი რაკეტა არასოდეს ყოფილა ისრაელის მიმართულებით გამოყენებული.

რაც შეეხება შუამავლობის საკითხს, ეგვიპტემ ტრადიციულად სცადა ამ როლის შესრულება, თუმცა არ გამოვიდა იქედან გამომდინარე, რომ ორივე მხარე საბრძლოდაა განწყობილი. ისრაელის ისტორიას თუ შევხედავთ, ის არის ქვეყანა, რომელიც ასეთ ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს და ახლაც, გუშინ ღამე დაიწყო საკმაოდ ინტენსიური დაბომბვები ღაზას სექტორის, მათ შორის იბომბება ყველა ის პუნქტი, სადაც არის ეჭვი, რომ განთავსებული არიან მებრძოლები, ისევე როგორც საცხოვრებელი სახლები „ჰამასის“ წარმომადგენლების. „ჰამასს“ მოგეხსენებათ, ისრაელი, შეერთებული შტატები და კიდევ არაერთი ქვეყანა ტერორისტულ ორგნიზაციად აღიარებს და ექცევიან იმგვარად, როგორც საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ ორგანიზაციებს ექცევიან ხოლმე. აქ ისიც გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ „ჰამასი“ არის ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე აღიარა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. ასე რომ, ბევრი განზომილება აქვს ამ მიმდინარე კონფლიქტს“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისი შეფასებით, არც ერთი მხარე არ არის იმისთვის მზად, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდნენ.

„ახლა რა შთაბეჭდილებაც მექმნება, ჯერჯერობით არც ისრაელი არის მზად იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს, იმიტომ, რომ დაიბობმა ისარაელის ქალაქები, დაიხოცა ისრაელის მოქალაქეები და გარკვეულწილად მას აქვს ვალდებულება, პასუხი გასცეს ამ ქმედებებს. იგივე ხდება პალესტინა - „ჰამასის“ მხრიდანაც, რომელიც ფიქრობს, რომ სათანადო პასუხი ჯერ არ გაუცია ისრაელისთვის. ამიტომ როდესაც ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძალიან ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ადვილად ვერ დასრულდება“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო