აკაკი მინაშვილი - განცდა მიჩნდება, რომ ალეკო ელისაშვილი ჩასვეს ე.წ. სატელეფონო ჩათში, სადაც განიხილავენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს

განცდა მიჩნდება, რომ ალეკო ელისაშვილი ჩასვეს ე.წ. სატელეფონო ჩათში, სადაც განიხილავენ „ქართული ოცნების“ გზავნილებს. პირველი ხელიდან აქვს წვდომა გზავნილებზე, რადგან იმდენად იდენტურია, რომ სხვა აზრი არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, როგორ აფასებს „მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის იმ განცხადებებს, რომელსაც ის კოლეგა ოპოზიციონერების მიმართ აკეთებს.

მინაშვილის თქმით, ალეკო ელისაშვილი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და ის არის „ქართული ოცნების" წევრი.

„თუ დააკვირდებით მის გზავნილებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ერთი ერთში ემთხვევა „ქართული ოცნების" გზავნილებს. განცდა მიჩნდება, რომ ის ჩასვეს ე.წ. სატელეფონო ჩატში, სადაც განიხილავენ „ქართული ოცნების" გზავნილებს. პირველი ხელიდან აქვს წვდომა გზავნილებზე, რადგან იმდენად იდენტურია, რომ სხვა აზრი არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას და ზოგადად, მათ განწყობებს, მაგალითად განახლდა გიგი უგულავას საქმე. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა პარტიის მიერ ხელმოწერილმა შეთანხმებამ არათუ არ დაძლია კრიზისი, პირიქით, „ქართულ ოცნებას" შესაძლოა, კიდევ უფრო მისცა ბიძგი, რომ უფრო აგრესიული გახდეს პოლიტიკური დევნის კუთხით“, - აცხადებს მინაშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს