ხათუნა სამნიძე - არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს ან ერთიანი სია, ახლა ის პერიოდია, როცა საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ

არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს, ან ერთიანი სია. ახლა ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ“,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე ისაუბრა.

როგორც ხათუნა სამნიძე განმარტავს, მნიშვნელოვანია ოპოზიციური სპექტრი კოორდინირებული იყოს.

„მე უკვე მქონდა კონტაქტი ნიკა მელიასთან. ვფიქრობ, მალე იქნება შესაძლებლობა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ოპოზიციურმა სპექტრმა, როგორ ვხედავთ თვითმმართველობის არჩევნებს. მე პირადად არ ვფიქრობ, რომ ერთიანი კანდიდატი უნდა იყოს, ან ერთიანი სია. ახლა ის პერიოდია, როდესაც საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შევთავაზოთ, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანი კამპანია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩანაწერს შარლ მიშელის დოკუმენტში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა მიიღოს 43%, თუ გვინდა, რომ მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. ამ კამპანიაში ერთიანები და კოორდინირებულები უნდა ვიყოთ, აქ ნიკა მელიას როლსაც ვხედავ. მას შეუძლია მთელი საქართველოს მასშტაბით ამ კამპანიის წარმოება, რომ პირველ რიგში, „ქართულმა ოცნებამ“ არ მიიღოს 43%. საქართველის მოქალაქეებმა ხმა უნდა მისცენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ნებისმიერი არჩევანი გააკეთონ, ოღონდ არა „ქართული ოცნება“,-აცხადებს სამნიძე.

ის „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, შეუერთდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს და საპარლამენტო მუშაობაში მიიღონ მონაწილეობა.

"მე კოლეგებს მოვუწოდებ, რომ შემოუერთდნენ ხელშეკრულებას და საპარლამენტო მუშაობას. ვიცი, მათთან პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ ამ ქვეყნისთვის. ამისთვის აუცილებელია, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც ყველაზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა, იყოს პარლამენტში და გააგრძელოს მუშაობა“, - აცხადებს სამნიძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო