აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი - პალესტინა-ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით, ახლა მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა, რადგან სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერჯერობით, არ ჩანს

პალესტინა - ისრაელის კონფლიქტთან დაკავშირებით, ახლა მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება აშშ-ის პოლიტიკა, რადგან სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერჯერობით, არ ჩანს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი სანიკიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, იკვეთება კონტურები, რომ ჯო ბაიდენს კონფლიქტში უფრო რბილი პოლიტიკა ექნება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით, ტრამპისგან განსხვავებით, რომელიც ისრაელს უჭერდა მხარს.

„ეს კონფლიქტი დიდი ხანია მიმდინარეობს. ეს განსაკუთრებული სიახლე არ არის. ხშირად ხდება ამგვარი დაპირისპირებები. პრობლემა გადაუწყვეტელია. პრობლემების გადაწყვეტის კონტურები ჯერ არ არის გამოკვეთილი, რადგან ორივე მხარისთვის არსებობს წითელი ხაზები. პირველ რიგში, ეს არის იერუსალიმის საკითხი, პალესტინელებს სურთ, რომ იერუსალიმი გამოცხადდეს პალესტინის დედაქალაქად, რასაც ისრაელი კატეგორიულად არ ეთანხმება. რაც შეეხება რა გავლენას მოახდენს ზოგადად მსოფლიო პოლიტიკასა და საქართველოზე, საქართველო ამ შემთხვევაში, ფართო რეგიონის ნაწილია, მაგრამ ეს არ არის ახალი კონფლიქტი, ეს არ არის სიახლე. ეს კონფლიქტი ტალღისებურად მიმდინარეობს და არ არის გამოკვეთილი გადაწყვეტის გზები. რაც შემუშავებული იყო საგზაო რუკა და მისი მოდიფიცირება, ჯერჯერობით, განუხორციელებლად რჩება და წინააღმდეგობა პალესტინელ არაბებსა და ებრაელებს შორის კვლავაც მძაფრია. პერიოდულად ხდება ხოლმე ასეთი ესკალაციები, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მძაფრი ბოლო პერიოდში.

ჯერჯერობით, გარკვეული ნიშნები, რომ შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება, არ არის. ერთადერთი, რაც შეიძლება არის ის, რომ მოხდეს ის, რაც ადრეც ხდებოდა - გარკვეული დროებითი ზავი შეიძლება დამყარდეს ორ მხარეს შორის.

აქ ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, თუ როგორი იქნება ამერიკის პოლიტიკა. ტრამპის პოლიტიკა მაინც იყო ებრაელების მხრდამჭერი. ბაიდენის პოლიტიკა როგორი იქნება, საინტერესოა, მაგრამ ჩანს, რომ ეს იქნება შედარებით რბილი პოლიტიკა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით. თუმცა, ამ პრობლემების გადაწყეტის გზა, სინათლე გვირაბის ბოლოს ჯერჯერობით არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი სანიკიძემ.

ცნობისთვის, 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიშები დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა