დავით ზალკალიანი - სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში

სომხეთში პრემიერის ვიზიტი იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ მხარეებმა განიხილონ ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

„პრემიერის პირველი ოფიციალური ვიზიტია სომხეთში და ვფიქრობ, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გამომდინარე ახალი გეოპოლიტიკური გარემოებიდან. იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ განვიხილოთ როგორც ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, ასევე თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ახალ გეოპოლიტიკურ ჭრილში საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობაზე, მნიშვნელოვან სატრანსპორტო პროექტებთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საუბარი იქნება ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობაზე. კულტურა, ეკონომიკა, ხალხთაშორის თანამშრომლობა და ვისაუბრებთ მრავალმხრივ ფორმატებში ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებზე“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს