სხვადასხვა სამუშაოს გამო, 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

14 მაისს, სხვადასხვა სამუშაოს გამო საბურთალოსა და დიდუბის რაიონებში, აბონენტებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, აფაქიძის, კოდორის, შარტავას, გოთუას, ბაქრაძის, მელიქიშვილის (ნაწილობრივ), კალანდაძის, ხვიჩიას, ბროლოსანის, საბურთლოს, იოსებიძის, ჭაბუკიანის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ბროწეულის, იასამნის, გაგარინის, სარაჯიშვილის და მიქელაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

„გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, გოთუას, ოჟიოს (ნაწილობრივ) და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს