კრისტიან დანიელსონი - ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე

ევროკავშირის დახმარება დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა ონლაინ დისკუსიის განაცხადა რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს იმ გამოწვევების გადასალახად, რის წინაშეც დგას.

„ამ შეთანხმებით საქართველო შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, ასევე გარემოსდაცვითი გამოწვევების გადალახვა“, - აღნიშნა დანიელსონმა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების სახით და მან იმ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა, რაც ევროკავშირმა საქართველოს ბოლო პერიოდში აღმოუჩინა. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.

„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე და ეს ასეც უნდა იყოს ახლო პარტნიორებს შორის”, - აღნიშნა დანიელსონმა.

ონლაინ დისკუსია სახელწოდებით „როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!" (How Georgia can restore political stability and reform momentum) ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით, ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით (ALDE/ლიეტუვა) ჩატარდა.

დისკუსია დაეყრდნო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის შემდგომ აღსრულებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი, ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები ქეთი ხუციშვილი საქართველოდან და ისკრა კიროვა ბრიუსელის ოფისიდან. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ შოთა დიღმელაშვილი და ბაკურ კვაშილავა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო