„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერები ვაქცინაციის კამპანიაში ჩაერთნენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე დღეს „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ქვეყნის მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„აუცილებელია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, რადგან კაცობრიობას ამაზე უკეთესი საშუალება ჯერ არ გამოუგონია ამ პრობლემის მოსაგვარებლად. არაფერი საშიში არ არის. მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს გავიკეთოთ ვაქცინა, რომ მალე დავამარცხოთ კოვიდი!" - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელი" ჩავერთეთ ვაქცინაციის კამპანიაში, გავიკეთე „სინოფარმის“ აცრა. გულწრფელად მიხარია იმიტომ, რომ აცრა გვიცავს ჩვენ, ჩვენს ახლობლებს და თითოეულ ადამიანს. მოგიწოდებთ, გაიკეთეთ აცრა და იყავით დაცული!" - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა