ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს - ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის, დაინტერესებული ვართ, რომ მთელს რეგიონში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება

ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ერევანში ოფიციალური ვიზიტისას, ნიკოლ ფაშინიანთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის ისტორიას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პირისპირ შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. თქვენ ახსენეთ კოვიდ-პანდემია, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ქვეყანას შეეხო, ყველა ხალხს და ურთიერთობას. ამის მიუხედავად რა თქმა უნდა მე დიდი პატივით ჩამოვედი და გესტუმრეთ ერევანში. თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ჩვენი ხალხს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო მეგობრული, არა მხოლოდ მეზობლური ურთიერთობები. ჩვენი ურთიერთობები და მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სომხეთში იყოს რა თქმა უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ისევე, როგორც მთელს რეგიონში. თქვენ ასევე ახსენეთ ჩვენი დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება იყოს ძალიან მრავალმხრივ კომპლექსური. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ განვავითაროთ დამატებით ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ჩვენი კულტურული ურთიერთობები, ისეთი საკითხები, როგორიც არის ტრანსპორტი, ლოგისტიკა. ეს საკითხები კიდევ უფრო დაგვაახლოებს ერთმანეთს, რა თქმა უნდა რეგიონულ პრიზმაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა