დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სომხეთის მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს, არა აივაზიანს შეხვდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და გამოთქვეს სხვადასხვა სფეროში განსაკუთრებით კი ეკონომიკის მიმართულებით ურთიერთობების მეტად დინამიურად განვითარების სურვილი.

ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო პროექტების განვითარების მნიშვნელობას.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ისაუბრეს უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ყველა არსებული პრობლემის დიალოგის და მოლაპარაკებების გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის, სამხრეთ კავკასიაში თავის პარტნიორებს შესთავაზოს თბილისი, როგორც დიალოგის პლატფორმა.

იხილეთ ვიდეო:დავით ზალკალიანი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს