ანა დოლიძე მარკ კლეიტონს შეხვდა

მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მოძრაობიდან „ხალხისთვის“ აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისა და სასამართლოს რეფორმირების საკითხები განიხილეს.

ამასთანავე, ანა დოლიძის განცხადებით, ელჩთან შეხვედრისას მისი მომავალი პარტიის გეგმებზეც ისაუბრა.

"დიდი ბრიტანეთის საელჩო ძალიან აქტიურ როლს თამაშობდა პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში და, შესაბამისად, ახლა დიდი ინტერესია, რომ ქვეყანა წინ სწრაფად წავიდეს. სწრაფად დასრულდეს შეთანხმების დანერგვა, განხორციელდეს რეფორმები და შეიქმნას კარგი და სამართლიანი გარემო ადგილობრივი არჩევნებისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ რა შეიძლება გააკეთოს "ხალხისთვის" პარტიამ ამ პირობების განხორციელებისთვის, როგორი გეგმები აქვს პარტიას, როგორ უყურებს ის კრიზისის დროულად გადაწყვეტის ამოცანას და როგორი გეგმები მაქვს მე. ფაქტობრივად, ჩვენ შეხედულებებში არის მთავარი თანხვედრა. როგორც ელჩის, ასევე ჩემი ინტერესია კრიზისის დროზე დასრულება, კონცენტრირება საქმეზე, და იმაზე, რომ აქ იყოს კარგი გარემო ხალხის ნების რეალიზებისთვის თვითმმართველობის არჩევნების დროს", - აღნიშნა ანა დოლიძემ შეხვედრის შემდეგ.

დოლიძის თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ხალხის ძირითად ინტერესებზე, რომელიც ხშირად პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა რჩება.

"ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ხშირად ცდება იმ ინტერესებს, რომელიც აქვს ხალხს. მთავარი ინტერესები არის დასაქმება, სიღარიბე და უმუშევრობა. შესაბამისად, ძალიან დიდი ინტერესი აქვს საერთაშორისო საზოგადოებას, ისევე როგორც ჩვენ - პარტიას "ხალხისთვის", რომ შარლ მიშელის შეთანხმების თითოეული გვერდის განხილვიდან საქართველოს პარლამენტი გადავიდეს რეალურ საპარლამენტო მუშაობაზე", - განაცხადა დოლიძემ.

შეხვედრაზე მხარეებმა სასამართლო რეფორმაზეც იმსჯელეს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა იყო.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება