ოთარ კერესელიძის განცხადებით, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე, ხანძრის შედეგად 1500 კვადრატული მეტრი სასაწყობე ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, სამგორის რაიონში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1500 კვადრატული მეტრი ფართობის სასაწყობე ფართი დაიწვა.

როგორც კერესელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.

“ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე ფართს, სადაც ინახებოდა შერეული საქონელი, უმეტესად პლასტმასის საქონელი. დამწვარია დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი, თუმცა გადარჩენილია დაახლოებით 2500 კვადრატული მეტრი. ადგილზე ოპერატიულად იყო მობილიზებული 13 სახანძრო ავტო-ცისტერნა. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხდა მალევე ხანძრის ლოკალიზაცია, რამაც აგვარიდა თავიდან ხანძრის გავრცელება. საბედნიეროდ, დაშავებული არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია”, - განაცხადა კერესელიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს