ნიკა მელია - ძალიან სამწუხაროა, თუ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ პარტია ინტელექტისგან დაიცალა, ძალიან  შორს არის რეალობისგან

ძალიან სამწუხაროა, თუ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ პარტია დაიცალა ინტელექტისგან, არის ძალიან შორს რეალობისგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ პარტიიდან წასული სალომე სამადაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

მელია მოუწოდებს კოლეგებს, ნუ დაესხმებიან თავს ერთმანეთს.

„აბსოლუტურად არ ვეთანხმები, პირიქით. ძალიან სამწუხაროა. თუ სალომე სამადაშვილმა თქვა, რომ პარტია დაიცალა ინტელექტისგან, არის ძალიან შორს რეალობისგან. ძალიან გული მწყდება, რომ მსგავსი განცხადება გააკეთა. მიუხედავად ამ ყველაფრის, მე მას წარმატებას ვუსურვებ. მას აქვს თავისი არჩევანი და ლეგიტიმური უფლება იმაზე, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. ყველა ჩემს პარტნიორს, ყველა ჩემს კოლეგას ვთხოვ, რომ ნუ დავესხმებით ერთმანეთს თავს. ეს განცხადება არ ემსახურება ჩემი სურვილების ასრულებას, რომ ერთმანეთს თავს აღარ დავესხათ, რადგან მინიმუმ სიმართლეს არ შეესაბამება და ბევრ ადამიანს ადგება შეურაცხყოფა“, - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულმა სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი საჯარო პოსტის კომენტარში დაწერა: „რა არის პარტიის ღირებულებები, რომელიც პოლიტიკური საბჭოს წევრები ძალადობის მოწოდებებს წერენ საჯაროდ, ჩემთვის გაუგებარია. სიმართლე კი ისაა, რომ ინტელექტისგან დაცლილი პარტია, რაც არ უნდა გულმხურვალე მომხრეები ჰყავდეს, ვერ განვითარდება და ვერც მომავალს შექმნის, თუმცა, შესაძლოა დარჩეს ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიად, როგორც არის უკვე დიდი ხანია“.

ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა „ფეისბუქზე“ კომენტარი დაწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ინტელექტისგან დაცლილი პარტიაა".

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს