შალვა პაპუაშვილი - ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, ამნისტია მხოლოდ მის გამოა

ნამეტანი დიდი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ადამიანს საკუთარ თავზე, რომ ფიქრობდეს, მხოლოდ მის გამოა ამნისტია, რომელიც უნდა იქნას მიღებული, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ ამნისტია მისთვის მიუღებელია.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით „ფურცელი გადაიშალოს” და ეს საკითხი დაიხუროს.

„რამდენჯერმე ითქვა არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდანაც, რომ ამნისტიის მთავარი იდეა არის 20 ივნისთან დაკავშირებით არსებული სხვადასხვა შეფასებები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში დაიხუროს, გავიხედოთ წინ და ეს არ იყოს განხეთქილების მიზეზი, როცა საუბარი გვაქვს 20 ივნისზე და საუბარი გვაქვს დეპოლარიზაციაზე, ამიტომ ეს ამნისტია მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში იყოს თანხმობა, რათა ეს ფურცელი გადაიშალოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის და მმართველი გუნდის კანონპროექტებს და შესაძლებლობას ერთიან დოკუმენტზე შეჯერების, პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის დოკუმენტი 2 პუნქტში ეწინააღმდეგება შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას. მისივე თქმით, ამ ორ საკითხზე მმართველი გუნდის პროექტში ცვლილებების შეტანა გამორიცხულია. კერძოდ, შალვა პაპუაშვილის თქმით, „მოქალაქეებს ვერ დავახარისხებთ აქციის მონაწილეებად და სამართალდამცავებად, რადგან დაზარალებული არის დაზარალებული“. მისივე თქმით, შეთანხმებაში ასევე წერია, რომ ამნისტია უნდა შეეხოს ყველა დარღვევას და არა ორ მუხლს.

„შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია იყოს გონივრული მსჯელობა, საღი აზრის დონეზე განსჯა და ვფიქრობ, თუკი ჩვენი ოპონენტები ამ კრიტერიუმებით მიუდგებიან ამ საკითხს, მხარს დაუჭერენ ჩვენს კანონპროექტს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა