თბილისში 400 რესტორანი მერიისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მომავალი კვირიდან მიიღებს

თბილისში 400 რესტორანი დედაქალაქის მერიისგან, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მომავალი კვირიდან მიიღებს. დღეიდან კი, დოკუმენტების გადამოწმების პროცესი განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, დაფინანსების პროცესი შეჩერებული იყო.

„როგორც იცით, დაფინანსების პროცესი შეჩერებული იყო საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეების გამო. 13 მაისიდან განახლდება დოკუმენტების გადამოწმების პროცესი და თანხის ჩარიცხვა განხორციელდება მომავალი კვირიდან”,- აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, დაანონსებული ფინანსური დახმარება 5 000 ლარია, ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, კი დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. 400 რესტორნისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო.

იხილეთ ვიდეო: თბილისში 400 რესტორანი მერიისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მომავალი კვირიდან მიიღებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს