„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ 2020 წლის აქტივობების ანგარიშს აქვეყნებს

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2020 წლის აქტივობების ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2020 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხედვის, მისიის, გამოწვევების, პარტნიორი ორგანიზაციების, განხორციელებული პროექტებისა და ამ წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ანგარიშების შესახებ.

„კორონავირუსის პანდემიამ საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა ცენტრის საქმიანობაზე, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, ცენტრი ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადავიდა და ამ ფორმატით მოუწია ურთიერთობა ბენეფიციარებთან. ამ წლის განმავლობაში შემუშავებული ახალი პროექტების იდეებისა და განსახორციელებელი გეგმების შესახებ პრეზენტაციები დონორებთან ონლაინ ფორმატით წარიმართა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

წლიური ანგარიშის სანახავად იხილეთ ბმული: http://hrc.ge/files/HRC%20ANNUAL%20REPORT%202020.pdf

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო