იაგო ხვიჩია - არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერ, მის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან აბსურდი მგონია

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერ, მის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან აბსურდი მგონია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა. მისივე თქმით, ეს კომისია შექმნის დროსაც კი აბსურდი იყო.

"მგონი, კომისიის ყველა წევრმა და შემქმნელმა იცოდა მისი აბსურდულობა. ჩვენ ეს ნაბიჯი გავიარეთ, შეთანხმებაზე ხელი მოწერილია, ახლა ველოდებით ჩვენი დანარჩენი კოლეგების ხელმოწერებს. მგონია, რომ ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ და გადავიაროთ. არანაირი საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ საქმესთან დაკავშირებით აზრი არ ექნება, ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ. არ ვუჭერ მხარს, ამ მივიღებ მონაწილეობას და აბსურდი მგონია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო