ალეკო ელისაშვილი - დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აქტუალობა აბსოლუტურად დაკარგა

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აქტუალობა აბსოლუტურად დაკარგა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა კომისიის მუშაობა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება.

„ჩვენ პოზიცია არ შეგვიცვლია, ვამბობდით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ კომისიაში უნდა შევიდეს ის სამი პარტია, რომელსაც დამკვირვებლები ჰყავდა, რათა გაყალბების მასშტაბი აჩვენონ. ჩვენი პოზიცია უცვლელია, თუ ეს პარტიები არ შევლენ, ფორმალობა იქნება. ეს არის “ნაციონალური მოძრაობა", ირმა ინაშვილის არარსებული პარტია, ასევე ბოკერიას არარსებული პარტია", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა დღეს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა