ალეკო ელისაშვილი - პრინციპებია მთავარი, რაც ამნისტიის შესახებ ორივე კანონპროექტში ერთნაირია, დანარჩენი - ქოთანს ყურს საიდანაც გინდა მოაბამ

პრინციპები არის მთავარი, რომელიც ამნისტიის შესახებ ორივე კანონპროექტში არის ერთნაირი, დანარჩენი - ქოთანს ყურს საიდანაც გინდა მოაბამ, შეგვიძლია ორივე მხრიდან მოვაბათ,- ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტებთან დაკავშირებით არაფორმალურად ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კაჭრეთში გამართულ შეხვედრების ფარგლებშიც იმსჯელა და პოზიციები შერბილებულია.

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ იქ ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზეც იყო ლაპარაკი. საკმაოდ კონსტრუქციული მსჯელობა იყო და რამდენადაც ვიცი, პოზიციები ბოლომდე არ დაახლოვდა, მაგრამ შერბილდა. ჩვენ ვხედავთ, რომ სრულიად შესაძლებელია ეს ორი კანონპროექტი გადაიქცეს ერთ დოკუმენტად. საარჩევნო საკითხი იყო იქ დღის წესრიგში, მაგრამ საღამოს რომ დასხდნენ, არაფორმალურად ამაზეც ისაუბრეს. რომელმა ვის ჩაუპაჭუნა თვალი არ ვიცი, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ დაახლოვდეს პოზიციები. პრინციპები არის მთავარი, რომელიც ორივე დოკუმენტში არის ერთნაირი, დანარჩენი - ქოთანს ყურს საიდანაც გინდა მოაბამ და შეგვიძლია ეს ყური ორივე მხრიდან მოვაბათ,"- განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტის ბიუროს ამნისტიის შესახებ როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის კანონპროექტი წარედგინება.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს