ბადრი ჯაფარიძე - არ მივცემთ მოსვენებას მთავრობის არც ერთ წევრს, ვიდრე არ დავინახავთ მათგან ადეკვატურ ნაბიჯებს

ფრაქციას „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დღეისათვის 7 წევრი ჰყავს, თუმცა ველოდები, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ეს ფრაქცია აუცილებლად იტყვის მნიშვნელოვან სიტყვას ამ პარლამენტის მუშაობის პერიოდში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ჩაერთვებიან საპარლამენტო მუშაობაში და დაიწყებენ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩემმა კოლეგებმა და მეგობრებმა მანდეს ფრაქციის თავმჯდომარეობის ძალიან საპასუხისმგებლო პოსტი. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ასეთი პროფესიონალებით არის ეს ფრაქცია დაკომპლექტებული. ამ ფრაქციას დღეისათვის 7 წევრი ჰყავს, თუმცა ველოდები, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება. ვფიქრობ, რომ ეს ფრაქცია აუცილებლად იტყვის მნიშვნელოვან სიტყვას ამ პარლამენტის მუშაობის პეროდში და რაც მთავარია ჩვენ, როგორც ყოველთვის ვართ თანმიდევრულები. შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში პირველი პუნქტი შესრულდა სრულად, ორი ადამიანი გათავისუფლდა საპატიმროდან და ახლა ჩვენ შეგვიძლია სრულფასოვნად ჩავერთოთ პარლამენტის მუშაობაში და მივიღოთ მონაწილეობა მაქსიმალურად იმისათვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ხმა მივაწვდინოთ ამ მთავრობას, რომელსაც ეკისრება პასუხიმგებლობა ამ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება ჩვენი ქვეყანა.

რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავიწყოთ ზრუნვა იმაზე, რომ ქვეყანამ შეძლოს და გაუმკლავდეს ეკონომიკურ გამოწვევებს, რეგიონალურ გამოწვევებს უსაფრთხოების კუთხით, ასევე სოციალურ უმწვავეს პრობლემებს და ჯანდაცვის მიმართულებით უმწვავეს პრობლემებს.

ყოველდღიურად თითოეული ჩვენთაგანის საზრუნავი სწორედ ის იქნება, რომ ეს პრობლემები, რომელიც დაგროვდა, დავიწყოთ მათი გადაჭრისთვის ზრუნვა. არ მივცემთ მოსვენებას მთავრობის არც ერთ წევრს, ვიდრე არ დავინახავთ მათგან ადეკვატურ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა იგრძნონ შვება. რა თქმა უნდა, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება ქვეყანაში რადიკალური რეფორმები იმ მაშტაბით და დოზით ჩვენ როგორც გვსურს, ვერ განხორციელდება, მაგრამ მიშელის დოკუმენტი გვაძლევს საშუალებას, რომ დღეს ჩვენ შევავიწროვოთ ყველგან ის გაბატონებული კლანი, მათ შორის სასამართლოში, რათა ჩვენ მოვამზადოთ ფუნდამეტი ძირეული რეფორმებისათვის, რომელიც დაიწყება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების და ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“ , - განაცხადა ჯაფარიძემ.

ჯამში ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" შემდეგი წევრებით იქნება წარმოდგენილი: "ლელოს" წევრები ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე. ფრაქციის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე - სალომე სამადაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა