გივი მიქანაძე ოპოზიციას არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" დეპუტატი, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საპარლამენტო ოპოზიციას კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"6 თვეზე მეტია ოპოზიციის დიდი ნაწილისგან ვისმენთ, რომ იმდენად უხეში დარღვევები იყო, ამას გავლენა შეიძლება ჰქონოდა საბოლოო შედეგებზე. "ქართულმა ოცნებამ" არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. მათ შორის ინიცირება მოახდინა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაღალი ინტერესებიდან და მანიპულაციების პრევენციიდან ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. თუმცა, დღესაც ყველა კითხვას პასუხი გაცემული აქვს და ამაზე განსაკუთრებით მეტყველებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულო დასკვნა. არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, დღემდე არცერთ პარტიას არ წარუდგენია მტკიცებულება ამ კომისიისთვის, რომელიც დაადასტურებდა, რომ გაყალბებასა და უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი. დღეს კომისიამ დაიწყო ფუნქციონირება. იმედი მაქვს, რომ პლენალურ სხდომაზე მხარს დაუჭერენ მისი მანდატის ერთი თვით გაგრძელებას. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ოპოზიციონერ კოლეგებს, რომ ჩაერთონ კომისიის მუშაობაში. თუმცა თუ ისინი არ ჩაერთვებიან, ეს კომისიის ფუნქციონირებას არ შეაფერხებს. მათი არჩართვა კიდევ ერთხელ იქნება მიმანიშნებელი, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ოპოზიციას არ გააჩნია მტკიცებულება"- განაცხადა მიქანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა