დავით ბაქრაძე - პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი

პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციასთან ითანამშრომლებს, თუმცა, არც ერთ ფრაქციაში გაწევრიანებას არ გეგმავს, რადგან როცა ის "ევროპული საქართველოდან" წავიდა, განაცხადა, რომ პარტიული პოლიტიკიდან პაუზას იღებდა.

"მე ამ პოზიციას დღესაც ვიცავ და შესაბამისად, არ ვაპირებ გაწევრიანებას არც ერთ ფრაქციაში. მექნება თანამშრომლიბა როგორც ლელოსთან", ასევე "სტრატეგია აღმაშენებელთან" და ყველა ოპოზიციონერ კოლეგასთან, რომელიც აქ არის, მაგრამ არ ვაპირებ არც ერთ პარტიაში და ფრაქციაში გაწევრიანებას და გავაგრძელებ მუშაობას როგორც დამოუკიდებელი, უფრაქციო პარლამენტის წევრი", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ასევე არ აპირებს საკუთარი კანდიდატურა დააყენოს იმ თანამდებობებზე, რომლის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან დაკავების შესაძლებლობას შარლ მიშელის დოკუმენტი იძლევა.

"უფრო მეტიც, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტით განსაზღვრულია, რომ უნდა დასრულდეს პარლამენტში ქართული ოცნების" ერთპარტიული მმართველობა და ოპოზიციას უნდა ჰქონდეს კომიტეტის თავმჯდომარეების და დელეგაციის ხელმძღვანელის თანამდებობა და მე ასევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ დავაყენებ საკუთარ კანდიდატურას ამ თანამდებობებზე, დავუთმობ მას ოპოზიციონერ კოლეგებს და პარლამენტში ჯერჯერობით მაინც მუშაობას გავაგრძელებ როგორც რიგითი წევრი, უპარტიო, უფრაქციო, რიგითი დამოუკიდებელი პარლამენტარი,"- განაცხადა ბაქრაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა