არჩილ თალაკვაძე - ოპონენტების განცხადება, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის პროექტის გამოყენება საჭირო აღარ არის, უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო სპეკულაციაა

შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პუნქტი, რომელიც ამნისტიას ეხება, არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ცდილობს, რომ სხვადასხვა პროექტი შემოიტანოს, ეს ემსახურება ერთადერთს, რომ დროებით სახე შეინარჩუნონ და პოლიტიკური პოზა დაიჭირონ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამნისტიის პუნქტი მთლიანად ევროკავშირის მიერ იყო შემუშავებული და „ქართულ ოცნებას“ არანაირი სუბიექტური მოთხოვნა, ან შესწორება არ შეუტანია.

„ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად ასრულებს შარლ მიშელის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს და საზოგადოება ხედავს, რომ პოლიტიკური პროცესი ბრუნდება პარლამენტში, ნორმალურ კალაპოტში, რასაც მივესალმებით. ამნისტიის პუნქტი მთლიანად იყო შემუშავებული ევროკავშირის მიერ, შარლ მიშელის ხელმძღვანელობით და „ქართულ ოცნებას“ არანაირი სუბიექტური მოთხოვნა, ან შესწორება ამასთან დაკავშირებით არ შეუტანია. ეს იყო შეთანხმებული ოპოზიციასთან, შესაბამისად მათ ვინც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს, ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ შეთანხმება შეასრულონ ისევე პასუხისმგებლიანად, როგორც ამას ვაკეთებთ ჩვენ.

პროექტი, რომელიც მომზადდა ჩვენ მიერ, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებით, მთლიანად არის თანხვედრაში იმ პრინციპებთან, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია მოცემული. მიშელის შეთანხმებაში ამნისტიასთან დაკავშირებით ძირითადი პრინციპია, რომ ამნისტია იყოს გამოყენებული იმისთვის, რათა მხარეებმა დახურონ პოლიტიკური ისტორიის ფურცელი, რომელიც ყველა დიდი დაპირისპირების საგანი იყო და ამით ხელი შეუწყონ თანამშრომლობას პარლამენტში. ჩვენ მოვაწერეთ ხელი და თანმიმდევრულად ვასრულებთ ამ მოთხოვნას.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ შეთანხმების დამახინჯებით, ან ფრაგმენტული პროექტით დახურავს 20 ივნისის საკითხზე დაპირისპირებას, აუხსნას საზოგადოებას და დაარწმუნოს ბატონი მიშელი იმიტომ, რომ მის შეთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. შარლ მიშელის დოკუმენტში მოცემული პუნქტი, რომელიც ეხება ამნისტიას, არანაირი განსხვავებული ინტერპრეტაციების საშუალებას არ იძლევა და თუ ვინმე ცდილობს, რომ სხვადასხვა პროექტი შემოიტანოს, ეს ეხება ერთადერთს, რომ დროებით სახე შეინარჩუნონ და პოლიტიკური პოზა დაიჭირონ. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ არის სწორი საქციელი და პასუხისმგებლიანი პოზიცია“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განმარტებით, ოპოზიციონერების განცხადება, რომლის მიხედვით ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის პროექტის გამოყენება საჭირო აღარ არის, უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო სპეკულაციაა.

,,ოპონენტებმა გააკეთეს უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს გირაოს გამოყენების შემდეგ აღარ არის საჭირო ამნისტიის პროექტი. ესეც გახლავთ ძალიან უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო სპეკულაცია, ამნისტია არის არა გირაოს ეკვივალენტი, ან შემცვლელი, არამედ გახლავთ ამ საკითხების საბოლოოდ დახურვის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ის, რომ ნიკანორ მელიამ გირაოს მეშვეობით დატოვა საპატიმრო, არ ნიშნავს, რომ საკითხი მასთან დაკავშირებით საბოლოოდ არის დახურული“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა