მოსამართლემ ნიკა მელიას ადვოკატების შუამდგომლობა, მელიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე რეაგირების შესახებ, არ დააკმაყოფილა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატებმა სასამართლოს მელიას უდანაშაულობის პრეზუმფცის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართეს.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა საკუთარ შუამდგომლობაში განმარტა, ნიკა მელიას მიმართ ხელისუფლების მხრიდან სისტემატურად ხდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რაც საფრთხეს უქმნის მელიას საქმის სამართლიან განხილვას.

ადვოკატის თქმითვე, ხელისუფლება მელიას დამნაშავედ გამოცხადებით მის პოლიტიკურ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

საძაგლიშვილმა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება მოიყვანა მაგალითად, რომლის მიხედვითაც, კობახიძე ამბობს, რომ „ამნისტიის კანონი ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება" ნიკა მელიას უმძიმეს დანაშაულს პატიობს". ასევე ადვოკატმა კობახიძის სხვა განცხადებაც მოიყვანა მაგალითად, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ" ნება გამოხატა ნიკა მელიას უმძიმესი დანაშაული აპატიოს, რომელიც მან 2019 ივნისში ჩაიდინა".

საძაგლიშვილმა სასამართლოში ასევე უმრავლესობის დეპუტატის რატი იონათამიშვილის საჯაროდ გაკეთებული განცხადებაც წაიკითხა, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ „ნიკა მელია არის დამნაშავე, რომელიც კანონმდებლობას პატივს არ სცემს".

ადვოკატის თქმით, არაერთხელ მოხდა ნიკა მელიას უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლომ რეაგირება უნდა მოახდინოს, რომ მსგავსი ფაქტი, მომავალშიც არ განხორციელდეს.

ბრალდების მხარე აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებას არ დაეთანხმა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა