ამირან გამყრელიძე - ჩინურ ვაქცინა „სინოვაკს“ სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს და ჯანმოს ექსპერტთა პირველადი შეფასებაც საკმაოდ კარგია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინურ ვაქცინა „სინოვაკს“ სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „სინოვაკზე“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასება „საკმაოდ კარგია“.

„ჩინეთმა საქართველოს ვაქცინის 100 ათასი დოზა აჩუქა. ამ ვაქცინით აცრილია ას მილიონზე მეტი ადამიანი, როგორც ჩინეთში, ისე სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ვაქცინით ადმინისტრირების დაწყება დაგეგმილია მომავალ კვირაში. ესეც ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც ასევე გამოიყენება 18 წლის ზემოთ მოსახლეობაში.

„სინოფარმისგან“ განსხვავებით, უფრო ადრე შეიძლება მეორე დოზის გამოყენება, აქ არის 14-დან 28 დღემდე, სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით შედარებთ ნაკლები გვერდითი მოვლენებით.

რამდენიმე იურიდიული საკითხია მოსაწესრიგებელი და ალბათ, მისი ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება.

ველოდებით, რომ „სინოვაკი“ უახლოს ხანში ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამეცნიერო ექსპერტთა კომიტეტის პირველადი შეფასებით, „სინოვაკს“ საკმაოდ კარგი შეფასება აქვს.

ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობისთვის 1 კვირის ფარგლებში მისი ხელმისაწვდომობა დაიწყება“, - აცხადებს გამყრელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა