ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტში არსებული ჩანაწერი არის მცდელობა „ოცნების“ მხრიდან, რომ არიოს სიტუაცია და დააზიანოს პროცესი

„ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტში არსებული ჩანაწერი არის მცდელობა „ოცნების“ მხრიდან, რომ არიოს სიტუაცია და დააზიანოს პროცესი, - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ ამნისტიის პროექტის პირველ მუხლში არსებულ ჩანაწერს, რომლის თანახმად ამნისტია შეეხება მას, ვინც უარს არ იტყვის ამნისტიის მასზე გავრცელებაზე.

„პირველ მუხლში არსებული ჩანაწერი ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. ამნისტია დოკუმენტში გაჩნდა ჩვენი პარტნიორებისგან და პირველ რიგში ეხებოდა იმას, რომ მელიას წინააღმდეგ საქმე შეწყდეს. ასეთი ჩანაწერი არის მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ არიოს სიტუაცია და დააზიანოს პროცესი, მაგრამ მას ეს არ გამოუვა, ამ პროცესში არ ვართ მხოლოდ ჩვენ, აქ არიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები“, - განაცხადა სამნიძემ.

მისივე თქმით, ამნისტიის შესახებ ერთ კანონპროექტზე შეჯერებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოსაზრება არ აქვს, თუმცა, წინ არის დისკუსიები, მათ შორის, დაზარალებულთა მონაწილეობით და „ქართულ ოცნებაზე" საზოგადოებრივი წნეხი იქნება.

„რაც შეეხება ამნისტიის ორ კანონპროექტს, დღევანდელი მდგომარეობით მე არ მაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ერთი კანონპროექტი გვქონდეს და ერთი კანონპროექტი დადგეს კენჭისყრაზე. თუმცა, არც პროგნოზს ვაკეთებ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან წინ გვაქვს სერიოზული დისკუსიები, ასევე დისკუსიები ფართო ფორმატში, სადაც დაზარალებულები მიიღებენ მონაწილეობას, ექსპერტებიც და დარწმუნებული ვარ, სერიოზული წნეხი იქნება „ქართულ ოცნებაზე,"- განაცხადა სამნიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს