ამირან გამყრელიძე - 15 მაისს დამთავრდება „ფაიზერით“ მეორე დოზით აცრები და დარჩენილი დოზები გამოყენებული იქნება ჯგუფებზე, რომლებსაც იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტს

„ფაიზერის“ მეორე დოზით მოქალაქეების მცირე რაოდენობა დარჩა ასაცრელი - 15 მაისს დამთავრდება „ფაიზერით“ აცრები და გარკვეული დარჩენილი დოზები გამოყენებული იქნება ჯგუფებზე, რომლებსაც იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში „ფაიზერის“ მცირე დოზების შემოტანა „კოვაქსიდან“ არის შესაძლებელი, ხოლო მასობრივი აცრებისთვის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ მოლაპრაკებებს „ფაიზერის“ კომპანიასთან აწარმოებს.

„მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ფაიზერის“ ლიმიტირებული დოზები იყო შემოსული - ეს იყო დაახლოებით 29 250 დოზა. „ფაიზერით“ უკვე პირველი დოზით აცრილია 13 942 მოქალაქე, ხოლო მეორე დოზით აცრილია 12 622 მოქალაქე. მოგეხსენებათ, აქაც შუალედი ორ აცრას შორის არის 21-28 დღე, ამიტომ „ფაიზერის“ მეორე დოზით მოქალაქეების მცირე რაოდენობა დარჩა ასაცრელი. ვფიქრობთ, რომ „ფაიზერით“ ძირითადი აცრები დამთავრდება 15 მაისისთვის, დარჩება რამდენიმე ასეული დოზა, რომლითაც აიცრებიან ის ადამიანები, ვინც პირველი დოზით შედარებით გვიან აიცრნენ, ასევე გარკვეული ჯგუფი, მაგალითად, ორგანოგადანერგილები და ზოგიერთი, ძალიან მძიმედ მიმდინარე დაავადებების მქონე პირები. ვფიქრობ, რომ 15 მაისს დამთავრდება „ფაიზერით“ აცრები და გარკვეული დარჩენილი დოზები გამოყენებული იქნება ჯგუფებზე, რომლებსაც იმუნიზაციის საბჭო წყვეტს ხოლმე გარკვეული პერიოდულობით. ამავე დროს „ფაიზერის“ შემდგომი შემოსვლა მცირე დოზებით “კოვაქსიდან“ შესაძლებელია იყოს და ჩვენ ველოდებით დამატებით ინფორმაციას „კოვაქსიდან“, ხოლო რასაც ჰქვია მასობრივი აცრებისთვის - მოგეხსენებათ, რომ სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერის“ კომპანიასთან და მესამე კვარტალში დაგეგმილია დაახლოებით, ეტაპობრივად მილიონი დოზის მოწოდება, როდესაც „ფაიზერზე“ უფრო დიდი ხელმისაწვდომობა იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს